25 ოქტომბერი 2021,   01:40
ვრცლად
რეისი კიევი-თბილისი დაჯავშნილია - შეასრულებს, თუ არა მიხეილ სააკაშვილი მე-18 დაპირებას და მოხვდება თუ არა ტრაპიდან, საკანში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი დაპირება საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით საზოგადოებამ გუშინ მოისმინა. ამჯერად, მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ჩამოსვლის თარიღი დააკონკრეტა და 2 ოქტომბერს, კიევი-თბილისის რეისზე გაკეთებული ჯავშნის ფოტოც გაავრცელა.

სააკაშვილის განცხადებას მორიგ საარჩევნო ტრიუკს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" დარწმუნებულები არიან, რომ ლიდერის დაპირება აუცილებლად შესრულდება. მე-3 პრეზიდენტის თანაგუნდელებზე არანაკლებ ოპტიმისტური მოლოდინი აქვს თაკო ჩარკვიანს.

სააკაშვილის ფაქტორის კიდევ ერთხელ გააქტიურებას, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ნაწილი მის ჩამოსვლას გამორიცხავს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის გეგმები საერთო მიზანზე გავლენას ვერ მოახდენს.

ოპონენტების მოლოდინებსა და სააკაშვილის დაპირებებს კომიკურს უწოდებენ მმართველი გუნდის ლიდერები. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელს პოლიტიკური ტექნოლოგიები დაუძველდა.

შეასრულებს, თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლის დაპირებას 2 ოქტომბერს 23:00 საათზე გაირკვევა. კიევი თბილისის რეისი სწორედ ამ დროს უნდა დაეშვას თბილისი საერთაშორისო აეროპორტში.

სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის, სანდრო გირგვლიანის, 7 ნოემბრისა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ფაქტებზე იყო აღძრული. გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე ის სასამართლომ დამნაშავედ უკვე სცნო და პატიმრობაც შეუფარდა.

დღის ამბები