25 ოქტომბერი 2021,   02:35
ვრცლად
"ყველაფერი დავკარგეთ, არ ვიცით სად წავიდეთ" - კრეტაზე მიწისძვრა ისევ განმეორდა, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

საბერძნეთი სტიქიის შედეგებს ებრძვის - ცოტა ხნის წინ, კრეტაზე მიწისძვრების ისევ განმეორდა. კუნძულს პირველი დამანგრეველი, 5.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ დაატყდა თავს. შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა 9 ადამიანი. ასეთია უკანასკნელი ცნობები საბერძნეთის ყველაზე დასახლებული კუნძულიდან. სავარაუდოდ ადამიანები ამ დრომდეც ნანგრევებში არიან მოყოლილები.

ქვეყნის მთავრობა იტყობინება, რომ დაზიანებული შენობები ამ დრომდე ინგრევა, განსაკუთრებით დაზიანდა ძველი ნაგებობები. საბერძნეთში არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.

ჰერაკლიონის რეგიონში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დღის ამბები