25 ოქტომბერი 2021,   01:12
ვრცლად
ნახევარი იმერეთი მოვიარე და 2 ადამიანი შემხვდა, ვინც მკითხა მიშა ჩამოვა, თუ არაო - ზურაბ ჯაფარიძე

შეცვლის, თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა "გირჩი - მეტი თავისუფლების" პოლიტიკურ დღის წესრიგს - ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის შესაძლო დაბრუნება მისი პარტიისთვის არაფერს შეცვლის, რადგან თვლის, რომ სააკაშვილის ფიგურამ საზოგადოებაში ინტერესი დაკარგა.

"არაა, არანაირად. ან როგორ უნდა შეცვალოს... დღეს ნახევარი იმერეთი მოვიარე და 2 ადამიანი შემხვდა ალბათ, ვინც მკითხა საბოლოო ჯამში მიშა ჩამოვა, თუ არაო, აინტერესებდათ, თორემ ზოგადად, საზოგადოებაშიც კი განსაკუთრებული ინტერესი არ მიგრძვნია.

თუ კითხვა ის არის - როგორ გავლენას მოახდენს, მე მგონი ეგ არავინ არ იცის, მესმის, რომ გავლენას მოახდენს პოლიტიკურ ველზე. მჯერა, რომ მობილიზებას მოახდენს "ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების და ალბათ ისინი უფრო აქტიურად წავლენ არჩევნებზე, რაც კარგია და საბოლოო ჯამში მომგებიანია ოპოზიციური ფლანგისთვის და იმ მიზნისთვის, რომ "ოცნებამ" ვერ აიღოს 43%.

ისტორიული გამოცდილება არსებობს, რომ სააკაშვილს იყენებდა ივანიშვილი როგორც საფრთხობელას. მაგრამ მე მგონია, რომ ჯამში კარგია თუ ჩამოვა," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები