25 ოქტომბერი 2021,   02:53
ვრცლად
თუ საერთაშორისო პარტნიორები იტყვიან, რომ მაგარი არჩევნები ჩატარდაო, ჩვენ საპირისპირო რომც ვთქვათ, თქვენც გაქვთ თვალები და დანარჩენ საქართველოსაც - ნიკა მელია

რა შემთხვევაში აღიარებს "ქართული ოცნების" გამარჯვებას ენმ 2 ოქტომბრის არჩევნებზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების ობიექტურობის შესაფასებლად, გადამწყვეტი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება იქნება. 

"გულწრფელად გეუბნებით, თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იტყვიან, რომ მაგარი არჩევნები ჩატარდა და ვაშა ბიძინა ივანიშვილს, ეს რა არჩევნები ჩაატარაო, ჩვენ საპირისპირო რომც ვთქვათ, თქვენც გაქვთ თვალები და დანარჩენ საქართველოსაც. მაგრამ ეს ვერ მოხდება - ზურა ჩამოვიდა დასავლეთიდან, ელენე იყო გლდანში, მე ვიყავი თბილისის სხვადასხვა რაიონში და ცოცხალ ადამიანებს ვხვდებით. ვერაფერი ვერ აგვაღებინებს ხელს ცვლილებების განხორციელებისგან. ჩვენ ვიბრძვით შანსისთვის, რომ ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და მერე ვიპაექროთ. ჩვენ ხომ ამ არჩევნებზე ხელისუფლებაში მოსასვლელად არ ვიბრძვით, ჩვენ ვიბრძვით ბოროტების დასამარცხებლად, რომელიც არჩევნებს არ გვიტარებს,"- განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები