08 დეკემბერი 2021,   11:11
ვრცლად
ამერიკული ავიაკომპანია 600-მდე არავაქცინირებულ თანამშრომელს გაათავისუფლებს

კოვიდინფექციის გავრცელების პარალელურად, სახელმწიფოები მკაცრ რეგულაციებს იღებენ. მაგალითისთვის, ამერიკული ავიაკომპანია United Arilines 600-მდე არავაქცინირებულ თანამშრომელს გაათავისუფლებს.

"ჩვენ თავიდან ავირიდებთ მორიგ ეპიდაფეთქებას თუ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულად ვაქცინირებული იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოსახლეობამ გააცნობიეროს. თქვენ კარგად ხედავთ, რომ დელტა შტამი იმუნიტეტს ასუსტებს. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ 65 წელს ზემოთ და რისკჯგუფები მესამე დოზით ავცრათ. ამიტომ, ვისაც ეს შესაძლებლობა მიეცა, უნდა გამოიყენოს," - აცხადებს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში პედაგოგები ვალდებული არიან ვაქცინა გაიკეთონ, ან პისიარტესტის ნეგატიური პასუხი წარადგინონ, ინფექციის კიდევ უფრო გავრცელების შემთხვევაში თურქეთის ხელისუფლება სკოლებს არ დახურავს.

რუმინეთში, კი სადაც მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედია აცრილი, შემთხვევების ახალი რეკორდი დაფიქსირდა. მხოლოდ ერთ დღეში ინფექცია 11 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

დღის ამბები