08 დეკემბერი 2021,   10:16
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ ზებგერითი რაკეტა გამოსცადა - რაკეტა საათში, დაახლოებით, 6200 კმ სიჩქარეს აღწევს

ჩრდილოეთ კორეამ ზებგერითი რაკეტა გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განმარტებით, შეიარაღების სისტემის განვითარება ჩრდილოეთ კორეის თავდაცვისუნარიანობის ზრდას ემსახურება, ზებგერითი რაკეტა კი სტრატეგიულ იარაღს წარმოადგენს.

რაკეტა საათში, დაახლოებით, 6200 კმ სიჩქარეს აღწევს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჯერჯერობით, სამხრეთ კორეას და შეერთებულ შტატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

დღის ამბები