30 ნოემბერი 2021,   10:20
ვრცლად
საგამოძიებო მოქმედებები "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში - ცნობილია, ვინ მოპარა მობილური მერობის კანდიდატს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში გუშინ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველები თბილისის მერობის კანდიდატის, თამარ კეკენაძის კუთვნილ მობილურ ტელეფონს ეძებდნენ. 

ერთ-ერთი შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის წარმომადგენლები დაბრუნდნენ ოფისში და აღმოაჩინეს, რომ მოპარული იყო თამარ კეკენაძის კუთვნილი მობილური ტელეფონი.

პოლიციამ დააკავა "სტრატეგია აღმაშენებლის" კოორდინატორი, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი, ლ.გ, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მოპარული მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათი.

დღის ამბები