27 ნოემბერი 2021,   08:47
ვრცლად
"მოუწოდო ვინმეს არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია" - მიხეილ სააკაშვილი ვიოლა ფონ კრამონს პასუხობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მის მიმართ კრიტიკას პასუხობს - "მოუწოდო ვინმეს არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე ამორალურია"- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში და ასევე განმარტავს, რომ ის საქართველოში დაბრუნებას ხმის მიცემის დასრულებამდე გეგმავს. 

"სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია,"- წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ევროპარლამენტარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ მოსაზრებას საკუთარ ვებსაიტზე აქვეყნებს. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა, არჩევნების დღეს დაძაბულობას გაზრდის.

"ევროკავშირს კი არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში," - წერს ევროპელი კანონმდებელი და აღნიშნავს, რომ ამის თაობაზე მან თავად და კოლეგებმაც განუმარტეს ექსპრეზიდენტს და ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც.

დღის ამბები