27 ნოემბერი 2021,   09:05
ვრცლად
გერმანიის პრეზიდენტი უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ფეიკ-ნიუსს უწოდებს

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი "ევროობზერვერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ფეიკ ნიუსს" უწოდებს

"დღეს, როდესაც აქ [კიშინიოვში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორიც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს, უბრალოდ, ყალბი ამბებია," - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

აღნიშნული განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა "ევროობზერვერის" მიერ გამოქვეყნებული სიახლის საპასუხოდ, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

დღის ამბები