27 ნოემბერი 2021,   09:10
ვრცლად
ექსპრეზიდენტის მორიგი დაპირება - რატომ აკრიტიკებენ დასავლელი დიპლომატები მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ქვეყანაში ჩამოსვლის შესახებ

არჩევნებამდე და დაანონსებულ ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორები აკრიტიკებენ.

ევროპარლამენტარები, რომლებმაც ყოფილ პრეზიდენტს გადაწყვეტილება დაუწუნეს და ამის შესახებ პირადადაც ესაუბრნენ, ახლა უკვე საჯაროდ აცხადებენ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის დამფუძნებლის საქართველოში ჩამოსვლა შექმნის დაძაბულობას, გააღრმავებს პოლარიზაციას, დააზიანებს ქვეყნის იმიჯსა და დემოკრატიულ პროცესს.

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მოწოდებას ამორალურს უწოდებს თავად მიხეილ სააკაშვილი. ყოფილი პრეზიდენტი არჩევნების დღეს მისი ჩამოსვლის დროსაც აკონკრეტებს.

ყოფილი პრეზიდენტის მისამართით პარტნიორების გზავნილებს იზიარებენ საქართველოს ხელისუფლებაში.

მომავლისკენ სვლა კი, კოლეგების ნაწილისთვის სწორედ სააკაშვილის ჩამოსვლით იწყება.  

მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის 2 საქმეში უკვე მსჯავრდებულია, სასამართლო დავა კი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ 2 საქმეზე გრძელდება.

დღის ამბები