30 ნოემბერი 2021,   11:03
ვრცლად
"გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით, არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტს გადააგდებს" - ირაკლი კობახიძე

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია, არჩევნების შემდეგ, "ქართული ოცნების" დაშლას პროგნოზირებს, მის ამ განცხადებას, "ღამის კურიერის" ეთერში, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ არა თუ "ქართული ოცნება", არამედ სწორედ გახარიას პარტია დაიშლება. 

ირაკლი კობახიძის თქმითვე, გიორგი გახარიამ "ბევრი ადამიანი მოატყუა".

"მე ვიცი, რომ პარტია არც აქვს გახარიას, მაგრამ რაც არის ისიც დაიშლება, ძალიან მარტივი მიზეზის გამო - მან ძალიან ბევრი მოატყუა, მათ შორის თავის პარტიაში სხვადასხვა კუთხით. მათ შორის, პოლიტიკური კუთხით, ფინანსური და ა.შ. მან ვიღაცები გადააგდო და ამ დეტალებში შესვლა არ მინდა. კიდევ უფრო მეტს კი გადააგდებს მაშინ, როგორც კი არჩევნები დასრულდება. ეს ზოგადად გახარიას ხელწერაა. 

რაც შეეხება, "ქართული ოცნების" კონსოლიდაციას, აქ კონსოლიდაციის ხარისხი უმაღლესია და ეს არის გუნდი, რომლის ლიდერებიც პატივს სცემენ ერთმანეთს და მეგობრობენ ერთმანეთთან. ამ მეგობრობით კი, გუნდს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ყველამ თავის პარტიაზე იზრუნოს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები