30 ნოემბერი 2021,   10:26
ვრცლად
კოალიციური მმართველობა არის კარგი ევროპული პრაქტიკა, თუმცა ეს დღეს აქტუალური არ არის - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კოალიციური მმართველობა არის კარგი ევროპული პრაქტიკა, თუმცა მისივე თქმით, ეს დღეს აქტუალური არ არის.

"კოალიციური მმართველობა არის კარგი ევროპული პრაქტიკა, რაც სასურველია საქართველოშიც ჩამოყალიბდეს, თუმცა ეს დღეს აქტუალური არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლამდე ქვეყანას ერთპარტიული მთავრობა ეყოლება. 2024 წელს რასაც გადაწყვეტს ხალხი, ის იქნება. 

რა თქმა უნდა, აბსტრაქტულად კარგია კოალიციური მმართველობა, მაგრამ მოცემულობა უნდა ავიღოთ, მაგალითად, ვისთან შეიძლება შექმნას "ქართულმა ოცნებამ" კოალიცია - "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", გახარია, "ლელო" გამორიცხულია. ჩვენ ლანდშაფტში ისეთი პოლიტიკური პარტიები გვხვდება, რომლებიც არიან თავად "ნაცმოძრაობა" ან მასთან ალიანსში მყოფები,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მმართველი გუნდის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ 0.1%-იც რომ აიღოს "ქართულმა ოცნებამ", არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება. 

დღის ამბები