08 დეკემბერი 2021,   10:53
ვრცლად
5 პატიმარს თავი აქვს მოკვეთილი, გარდაცვლილია კიდევ 100-ზე მეტი ადამიანი - რას მოხდა ეკვადორის ციხეში

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ეკვადორის ქალაქ გუაიაკილის ციხეში მეტოქე კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის შეტაკების შედეგად სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 5 პატიმარს თავი აქვს მოკვეთილი.

პოლიციის მეთაური ფაუსტო ბუენანო ამბობს, რომ პატიმრებმა ყუმბარებიც ისროლეს. მისივე განცხადებით, ციხეში კონტროლის აღდგენას 400 პოლიციელი დასჭირდა.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ არეულობა მექსიკის ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფებებმა შეუკვეთეს,  რომლებიც ახლა ეკვადორში მოქმედებენ.

 

დღის ამბები