08 დეკემბერი 2021,   10:27
ვრცლად
ისრაელის პოლიციამ 2 პალესტინელი თავდამსხმელი მოკლა

ისრაელის პოლიციამ 2 პალესტინელი თავდამსხმელი მოკლა.

ერთი თავდამსხმელი მამაკაცი, ქალაქ ჯენინში ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა. მეორე ქალი თავდამსხმელი კი, იერუსალიმის ძველი ქალაქის ტერიტორიაზე მოკლეს.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ქალი სამართალდამცველების დაჭრას ცდილობდა.

ისლამური ჯიჰადის დაჯგუფებამ დაადასტურა, რომ დაღუპული მამაკაცი მათი წევრი იყო.

პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის, დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ კვირას ისრაელის პოლიციამ, ხუთი პალესტინელი გაანეიტრალა, რომელთაგან ოთხი დაჯგუფება ჰამასის წევრი იყო.

დღის ამბები