09 დეკემბერი 2022,   12:17
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთას უკრაინული მხარე იძიებს

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტზე უფლებამოსილება  თანამდებობის რამდენიმე პირს შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე სასაზღვრო სამსახური შემოწმებას ატარებს.

"დეტალურად მოწმდება ინფორმაცია, თუ როგორ გავიდა ის უკრაინის საზღვრებს გარეთ," – განაცხადა სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა "უკრაინსკაია პრავდასთან".

დღის ამბები