06 დეკემბერი 2022,   10:56
ვრცლად
ვირუსის გავცელების პრევენციის მიზნით მსოფლიო სახელმწიფოები საზოგადოებას ბუსტერ დოზებს სთავაზობენ
კვლავ მაღალია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბოლო 24 საათში 40 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.
 
ვირუსის გავცელების პრევენციის მიზნით, მსოფლიო სახელმწიფოები საზოგადოებას ბუსტერ დოზებს სთავაზობენ.
 
გაერთიანებულ სამეფოში ამ დროისთვის მესამე დოზით 2 მილიონი ადამიანია აცრილი. ქვეყანაში ვაქცინის მესამე დოზის მიღება 50 წელს გადაცილებულ პირებს, სუსტი ჯანმრთელობის მქონე ახალგაზრდებსა და მედმუშაკებს შეუძლიათ.
 
ბუსტერ დოზებს შესთავაზებს მოსახლეობას ავსტრალია და იტალიაც. ამ ქვეყნებში მესამე დოზით აცრა სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს შეეძლებათ.
 
ყოველდღიურად რეკორდულ ნიშნულს ინარჩუნებს კოვიდსტატისტიკა რუსეთში. ქვეყანაში 30 ათასამდე ახალი ინფიცირებული და 900-ზე მეტი გარდაცვლილია.
დღის ამბები