06 დეკემბერი 2022,   11:44
ვრცლად
აშშ-სა და "თალიბანს" შორის პირველი შეხვედრა შედგა

"თალიბანსა" და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დოჰაში გაიმართა. ეს ავღანეთიდან აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის შემდეგ პირველი მოლაპარაკებაა.

როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ, ეს ფაქტი "თალიბანის" აღიარებას არ ნიშნავს. მოლაპარაკებები ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ავღანეთში არსებული ექსტრემისტული დაჯგუფებები და აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაცია.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, ოფიციალური პირები შეხვედრას "თალიბანზე" ზეწოლისთვის გამოიყენებენ, რათა ავღანეთში ინკლუზიური მთავრობა შეიქმნას, დაიცვან ქალთა უფლებები და დაუშვან ჰუმანიტარული სააგენტოები.

დღის ამბები