06 დეკემბერი 2022,   10:49
ვრცლად
16 ადამიანი დაიღუპა ავიაკატასტროფის დროს რუსეთში

16 ადამიანი დაიღუპა ავიაკატასტროფის დროს რუსეთში. შემთხვევა ქალაქ მენზელინსკთან მოხდა. დაღუპულთა შორის 2 ეკიპაჟის წევრია.

მაშველებმა 7 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. თვითმფრინავის ბორტზე სულ 23 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 21 სასწავლო პროცესში ჩართული მედესანტე იყო.

ინციდენტის მიზეზად სხვადასხვა ვერსიები სახელდება, მათ შორის ტექნიკური გაუმართაობა და გადატვირთვა. დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

დღის ამბები