06 დეკემბერი 2022,   10:30
ვრცლად
5 ადამიანი დაიღუპა და 11 ადამიანი დაიჭრა ავტომობილის აფეთქების შედეგად იემენში

5 ადამიანი დაიღუპა და 11 ადამიანი დაიჭრა ავტომობილის აფეთქების შედეგად იემენში. აფეთქების სამიზნე ქალაქ ადენის გუბერნატორის კოლონა იყო.

ინციდენტს, გუბერნატორთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრიც გადაურჩა. იემენის პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცველებს თავდასხმის გამოძიებისკენ მოუწოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

დღის ამბები