06 დეკემბერი 2022,   10:42
ვრცლად
გერმანია არალეგალი მიგრანტების საქმეზე ალექსანდრ ლუკაშენკოს კავშირს იძიებს

გერმანია არალეგალი მიგრანტების საქმეზე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს კავშირს იძიებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის მიგრანტები ბელარუსის მხარეს, დაახლოებით, 4 000 ევროს უხდიან; ბელარუს მესაზღვრეებს კი ისინი პოლონეთის საზღვრის იმ ადგილებთან მიჰყავთ, სადაც უსაფრთხოება მინიმალურად არის დაცული.

საზღვრის კვეთის შემდეგ მიგრანტები გზას დამოუკიდებლად აგრძელებენ. ექსპერტები ბელარუსის ქმედებას ჰიბრიდულ ომად აფასებენ და ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკავშირებენ.

გერმანიის ფედერალური პოლიციის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოდან ბელარუსიდან გერმანიაში 4 ათასი მიგრანტი გადავიდა. არალეგალური მიგრაციის გასაკონტროლებლად კი, ევროკავშირის 12-მა სახელმწიფომ ევროკომისიას სასაზღვრო ღობეების მშენებლობისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფა სთხოვა.

დღის ამბები