25 სექტემბერი 2022,   02:02
ვრცლად
ევაკუაცია კალიფორნიის შტატში - ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საფრთხეს ასამდე შენობას უქმნის

ხანძარი ამერიკის შეერთებულ შტატებში - კალიფორნიის შტატში, სანტა ბარბარაში ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ადგილზე ასობით მეხანძრე მუშაობს.

ცეცხლი საფრთხეს ასამდე შენობას უქმნის. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის ჩაქრობას ქარი ართულებს.

გამოცხადდა მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია.

დღის ამბები