17 ოქტომბერი 2021,   16:24
ვრცლად
ერთ-ერთი, ვისაც ფეისბუქი გაუტეხეს და თანხის მოტყუებით მითვისება სცადეს, სასულიერო პირია

"ფეისბუქის" გატეხილი ანგარიშები და მოტყუებით მითვისებული თანხა - "კურიერი" იმ მოქალაქეებს ესაუბრა, რომლებიც თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდნენ.

გამოძიებას, ამ ეტაპზე, 10 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის არის სასულიერო პირი. მამა იოანე ჰყვება, რომ რამდენიმე დღის წინ მისი ფეისბუქგვერდიდან მის ნაცნობებს გაეგზავნათ შეტყობინება, რომ მამა იოანეს სჭირდებოდა საბანკო მონაცემები, რომ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხა ჩაერიცხათ. 

"პირველი თანხა 09:15 საათზე ჩამოიჭრა, 8000 ლარი. მეორე დაახლოებით 09:30 საათზე 6 500 ლარი, 621 ლარი მესამედ, შემდეგ 85 ლარი და ჩემს მეგობარს ღამის სამ საათძე ჩამოაჭრა 900 ლარი. ეს ადამიანები, ვინაიდან ეგონათ, რომ მე ვწერდი, ამ დროს ჰაკერი წერდა, ისინი გამოხატავდნენ ნდობას ჩემ მიმართ, უღებდნენ საბანკო ბარათს ფოტოს და უგზავნიდნენ,"- განმარტავს დაზარალებული მღვდელი.

პოლიციამ 21 წლის ბიჭი დააკავა, რომელმაც ფეისბუქზე 3 მოქალაქეს გაუტეხა ანგარიში, მეგობრები შეცდომაში შეიყვანა, მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და სხვადასხვა ოდენობის თანხას დაეუფლა. 

"კურიერი" ზესტაფონში დაკავებულის ოჯახში ჩავიდა, თუმცა ბრალდებულის ოჯახის წევრებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

დღის ამბები