17 ოქტომბერი 2021,   17:42
ვრცლად
უნდა დავაფასოთ პიროვნება და შევუწყოთ ხელი... - საპატრიარქო ილია II-ის წერილს აქვეყნებს  

საპატრიარქო ილია II-ის წერილს აქვეყნებს. კათოლიკოს-პატრიარქი საზოგადოებას წარსულს ახსენებს, ადამიანებს ერთმანეთის დაფასებისკენ მოუწოდებს და ქრისტიანულ მრევლს სვეტიცხოვლობას ულოცავს. 

"საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით? 

"ღმერთმა წყალობა მისცა მართლაც და ეს წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას. 

"სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღესაა. მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად. სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს!" - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წერილში. 

დღის ამბები