27 ნოემბერი 2021,   09:27
ვრცლად
დღეიდან იტალიაში ყველა დასაქმებულისთვის კოვიდპასპორტების წარდგენა სავალდებულო გახდას

240 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში. დღეიდან იტალიაში ყველა დასაქმებულისთვის კოვიდპასპორტების წარდგენა სავალდებულო ხდება.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა ლატვიაში. ინფიცირებულთა შორისაა ლატვიის პრეზიდენტიც. შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის არავაქცინირებული 66 მილიონი ადამიანია.

ჯო ბაიდენის განცხადებით, კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვაქცინაციის ვალდებულების შესახებ რეგულაციები ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის დამოუკიდებელმა ექსპერტთა ჯგუფმა რეკომენდაცია გაუწია "მოდერნას" ვაქცინით "ბუსტერ" დოზის გაკეთებას 65 წელს გადაცილებული ადამიანებისა და რისკჯგუფში შემავალი პირებისთვის.

დღის ამბები