27 ნოემბერი 2021,   09:07
ვრცლად
მორიგი ბრალდებები სომხეთ-აზერბაიჯანს შორის - მხარეები ერთმანეთს სამხედროებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ

მორიგი ურთიერთბრალდებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის - სომხეთის სახალხო დამცველის ცნობით, აზერბაიჯანელი სამხედროების თავდასხმის შედეგად ყარაბაღში 6 სომეხი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კი სომეხი სნაიპერის გასროლას ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

უწყების ინფორმაციით, ყარაბაღში დაპირისპირება სომხურ უკანონო შენაერთებს შორის მოხდა.

თავდაპირველად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ჯარისკაცებმა ცეცხლი ერთმანეთს გაუხსნეს, მოგვიანებით იყო აფეთქებაც. ოფიციალური ბაქო აცხადებს, რომ ინციდენტთან აზერბაიჯანის არმიას კავშირი არ აქვს. 

დღის ამბები