30 ნოემბერი 2021,   10:22
ვრცლად
ჯანდაცვის ექსპერტები ეპიდემიის განახლების რისკზე ალაპარაკდნენ - მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელმა 240 მილიონს გადააჭარბა

240 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში. ჯო ბაიდენის განცხადებით, კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვაქცინაციის ვალდებულების შესახებ რეგულაციები ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის დამოუკიდებელმა ექსპერთა ჯგუფმა რეკომენდაცია გაუწია "მოდერნას" ვაქცინით "ბუსტერ" დოზის გაკეთებას 65 წელს გადაცილებული ადამიანებისა და რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის.

მასობრივი ვაქცინაციის პარალელურად სახელმწიფოები მკაცრ რეგულაციებს აწესებენ. ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებობს ეპიდემიის განახლების მნიშვნელოვანი რისკი.

საფრანგეთში კანონმდებლები გეგმავენ საგანგებო მდგომარეობა მომავალი წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივონ.

ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად დღეიდან კოვიდსერთიფიკატის წარდგენა სავალდებულოა კანადის ალბერტას პროვინციაში. ინფიცირებულების მაღალი მაჩვენებელი აუცრელ მოქალაქეებზე მოდის. 

რეკორდული გარდაცვალებისა და ინფექციის შემთხვევები დაფიქსირდა რუსეთში. ინფიცირებულების დიდი ნაწილი აუცრელი მოქალაქეები არიან.

ბოლო 24 საათში ინფექციის 30 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა თურქეთში. ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყენაში ინფექციის შემთხვევები მზარდია, დაავადებულთა დიდი ნაწილი მოზარდები არიან.

დღის ამბები