28 ნოემბერი 2021,   11:59
ვრცლად
ვაკის პარკის სამუშაოები ძალიან მალე დამთავრდება, კასკადის რეაბილიტაციას ვიწყებთ წელს - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან მალე დასრულდება. კახა კალაძის თქმით, წელს დაიწყება ასევე კასკადის რეაბილიტაცია, რომლის პირვანდელი სახის აღდგენაც არის დაგეგმილი.

"ვაკის პარკის სამუშაოები ძალიან მალე დამთავრდება. კასკადის რეაბილიტაციას ვიწყებთ წელს, გვინდა აღვადგინოთ ამ კასკადის პირვანდელი სახე. ულამაზესი იყო ეს ყველაფერი თავისი წყლის ჩანჩქერით, რომელიც კიბეებზე ჩამოდიოდა, თავისი განათებებით. ულამაზესი პროექტი იქნება.

ვაკის პარკს რაც შეეხება, ძალიან მალე მთლიანად სამუშაოები იქნება დასრულებული. იცით, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მაქსიმალურად ყველაფერი ავთენტურად არის შენარჩუნებული, უხეში ჩარევები არ მომხდარა, მოხდა უბრალოდ გამწვანებების დამატება, სარწყავი და სანიაღვრე სისტემების მოწყობა, ასევე იქ არსებული შადრევნების რეაბილიტაცია-განახლება.

მინდა ასევე ცენტრალპარკთან დაკავშირებით გითხრათ, რომ ესეც ერთ-ერთი უმაგრესი პროექტი იქნება, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ახორციელებს, მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ეს ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე და სამუშაოა, რომელიც ხორციელდება.

ასევე, ვერის ბაღი, რომელიც არის მძიმე მდგომარეობაში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით და მხარდაჭერით აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება პროექტის მომზადებაში," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები