27 ნოემბერი 2021,   09:11
ვრცლად
სომხური მხარე უარს ამბობს დანაღმული ველების შესახებ რუკების გადმოცემაზე - ილჰამ ალიევი

სომხური მხარე უარს ამბობს დანაღმული ველების შესახებ რუკების გადმოცემაზე - აღნიშნული განცხადება ილჰამ ალიევმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, ქვეყნის უმთავრესი პრობლემა გათავისუფლებული ტერიტორიების გაწმენდა და ინფრასტრუქტურის აღდგენაა.

სომხური მხარე კი მზადყოფნას გამოთქვამს დანაღმული ტერიტორიბის რუკები აზერბაიჯანს ტყვეების ნაცვლად გადასცეს - აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა. როგორც ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, აზერბაიჯანულ მხარეს სომხეთში ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია ყველა სომეხი ტყვე.

დღის ამბები