08 დეკემბერი 2021,   20:54
ვრცლად
არჩევნების პირველი ტურის შედეგებს, ცესკო დღეს საბოლოოდ შეაჯამებს - როგორია პროცედურები

არჩევნების პირველი ტურის შედეგებს, ცესკო დღეს საბოლოოდ შეაჯამებს. ამ შემთხვევაში მონაცემებში გათვალისწინებული იქნება ცვლილებები, რომელიც გასაჩივრებული ოქმების განხილვამ ან ხელახლა გადათვლამ გამოიწვია.

"მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, პოლიტიკური მხარეების წარმომადგენლებს, მედიას, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ხელი შეუწყონ ამ პროცესის კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში წარმართვას, რადგანაც საოლქო საარჩევნო კომისიებმა საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით შეძლონ შეჯამებისთვის სრული პროცესების განხორციელება. შეგახსნებთ, რომ საჩივრების განხილვა ყველა ინსტანციაში დასრულდა, აქედან გამომდინარე, თითოულ კომისიაში შედეგები ყველა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილების გათვალისწინებით შეჯამდება,"- აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ნათია იოსელიანი.

დღის ამბები