30 ნოემბერი 2021,   10:39
ვრცლად
"ვის შეწყალებაზეა საუბარი, მკვლელის, რომელმაც გაჟლიტა ახალგაზრდობა?! პეტიციას ხელი არ უნდა მოაწერონ" - ია მეტრეველი

რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დღეს 14:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან უკვე ჩავიდა ბუტა რობაქიძის დედა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მკვლელია და არ უნდა შეიწყალონ.

"ვის შეწყალებაზეა საუბარი, მკვლელის, რომელმაც გაჟლიტა ახალგაზრდობა, გაანადგურა ქვეყანა, გაყიდა მიწები, რუსეთს თავად ჩააბარა ყველაფერი? მიკვირს, რომ ეკლესიაშიც არის ეს ბოროტი ძალა შეღწეული რასაც სააკაშვილი ჰქვია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაწერონ ხელი პეტიციას,"- აცხადებს ია მეტრეველი. 

ადგილზე იმყოფება "ასავალ დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია, რომელიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა წამების პრაქტიკა დანერგა საქართველოში. 

"ჩვენ გვინდა აქ მოსვლით საზოგადოებას ვახსენოთ ვინ არის ნამდვილი პოლიტპატიმარი. სააკაშვილმა დანერგა წამების სისტემა საქართველოში,"- აცხადებს დავითაია. 

სააკაშვილის შეწყალების წინააღმდეგია სულხან მოლაშვილის ძმაც, რომელიც მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.   

დღის ამბები