08 დეკემბერი 2021,   20:06
ვრცლად
სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ NATO-ს წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ინფორმაციას ავრცელებს

NATO-ს წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიაში მის პირველი ვიზიტის შესახებ, რომელიც მომდევნო კვირაშია დაგეგმილი, ინფორმაციას ავრცელებს.

კოლომინას განცხადებით ის 3 ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მაღალი დონის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

"ვიზიტი დამეხმარება ჩემი თანამოსაუბრეების შეშფოთებისა და პერსპექტივების უკეთ გაგებაში, როგორც რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ასევე ნატოს პარტნიორობის პერსპექტივების კუთხით. იმედი მაქვს ჩვენ გამოვავლენთ გზებსა და საშუალებებს რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ნატოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში," - აცხადებს ნატოს სპეციალური წარმომადგენელი.

ხავიერ კოლომინამ ამ თანამდებობაზე ჯეიმს აპატურაი ჩაანაცვლა.

დღის ამბები