08 დეკემბერი 2021,   18:51
ვრცლად
რომელი საარჩევნო სუბიექტები მიიღებენ მონაწილეობას მე-2 ტურში - ცესკომ პირველი ტურის შედეგები საბოლოოდ შეაჯამა

რომელი საარჩევნო სუბიექტები მიიღებენ მონაწილეობას მე-2 ტურში - არჩევნების პირველი ტურის შედეგები ცესკომ დღეს საბოლოოდ შეაჯამა.

"მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელ მე-2 ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტები:

ვადამდელი არჩევნები:

"ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობა", "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "ევროპელი სოციალისტები", "გახარია - საქართველოსთვის", "თავისუფალი საქართველო", "თამაზ მეჭიაური - "ერთიანი საქართველოსთვის", "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი. 

მერის არჩევნების მე-2 ტურში, კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს:

"ნაციონალური მოძრაობა", გახარია - "საქართველოსთვის", თამაზ მეჭიაური - "ერთიანი საქართველოსთვის", "ქართული ოცნება" და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი,"- აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ნათია იოსელიანი.

მონაცემებში გათვალისწინებულია ცვლილებები, რომელიც გასაჩივრებული ოქმების განხილვამ ან ხელახალმა გადათვლამ გამოიწვია.

დღის ამბები