08 დეკემბერი 2021,   20:20
ვრცლად
რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა

რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა. ტერიტორია აქციის მონაწილეებმა და საპატრულო ეკიპაჟებმა უკვე დატოვეს. 

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს სულხან მოლაშვილის ძმამ და ბუტა რობაქიძის დედამ, რომლებმაც პატიმრობაში მყოფი მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს. 

დღეს აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი გაიხსენეს. 

აქციის მონაწილეები პერიოდულად სკანდირებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამუდამო პატიმრობას იმსახურებს. 

აქციის მონაწილეების ნაწილს თან ცოცხები ჰქონდათ მოტანილი, სიტყვით გამოსვლის დროს თორნიკე მოლაშვილმა მიკროფონში სანდრო გირგვლიანის დედის საუბრის ჩანაწერიც გაუშვა და სააკაშვილს მოუწოდა კარგად გაეხსენებინა ირინა ენუქიძე და მისი სიტყვები. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დაიჭირეს და ის უკვე მეორე კვირაა შიმშილობს, რუსთავის 12-ე ციხეში. 

დღის ამბები