05 დეკემბერი 2021,   05:45
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ს სენატისა და საელჩოს წარმომადგენლებს ხვდებიან - რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე

ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის სენატისა და საელჩოს წარმომადგენლებს ხვდებიან. სასტუმრო Rooms -ში შეხვედრას "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრა უკვე დატოვეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ნიკა მელიამ და თინა ბოკუჩავამ, მათი შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა თქვეს, რომ მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრის დროს დააყენეს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო.

ამასთან, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ადგილობრივი არჩევნების მე-2 ტურზე, მათი თქმით, დიპლომატები საარჩევნო პროცესს ახლოდან აკვირდებიან და მათთვის ეს პროცესი მნიშვნელოვანია.

წუთებში დიპლომატებთან შეხვედრას "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ხვდებიან.

დღის ამბები