05 დეკემბერი 2021,   06:34
ვრცლად
აქცია მიხეილ სააკაშვილის სამუდამო პატიმრობაში დატოვების მოთხოვნით - რა საქმეები შეახსენეს რუსთავის ციხესთან შეკრებილებმა მოშიმშილე მე-3 პრეზიდენტს

მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტი, პატიმრობის მე-16 დღე და მორიგი საპროტესტო აქცია ციხესთან - თუმცა ამ შემთხვევაში, პროტესტი მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ისმოდა, მისი ციხეში სამუდამოდ დატოვების მოთხოვნით.

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დღეს ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, სულხან მოლაშვილის ძმა და ის პირები შეიკრიბნენ, ვინც 2003-12 წლებში ჩატარებული სპეცოპერაციების, თუ სხვადასხვა ძალადობრივი პროცესების შედეგად შვილები და ოჯახის წევრები დაკარგეს.

აქციაზე არაერთი გახმაურებული საქმე გაიხსენეს. გარდა ამისა ციხესთან შეკრებილები საუბრობდნენ სისტემურ დანაშაულებზე, რომელიც ადამიანებს მასიურად ეხებოდა.

აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებდნენ და განაჩენების სრულად აღსრულებას მოითხოვდნენ.

დღის ამბები