05 დეკემბერი 2021,   05:51
ვრცლად
რას მოუტანს აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოს - ქვეყანა ისტორიული მოვლენისა და ახალი შესაძლებლობების მოლოდინშია

მომდევნო დღეებში საქართველო მნიშვნელოვანი ოფიციალური სტუმრის მისაღებად ემზადება. ქვეყანას შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ჯეი ოსტინი ეწვევა.

საქართველოს შემდეგ ოსტინი გაემგზავრება უკრაინაში ბოლოს კი ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალზე შეაჯამებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე შტატების პოზიციას.

თბილისში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები პრემიერ მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან.

არსებობს მოლოდინი, როგორც თავდაცვის და დეოკუპაციის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების გაჩენასთან, ასევე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილებთან დაკავშირებით.

პოლიტიკოსთა ნაწილს აქვს განცდა, რომ ორმხრივი შეხვედრების დროს ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაღრმავების ახალი ინიციატივები გაჩნდება.მაგალითად თავდაცვის კომიტეტში ელიან, რომ ეს სწორედ უსაფრთხოების ხაზით მოხდება.

აშშ-ის ძალისხმევა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში კონკრეტულ რეფორმებთან ერთად, კონკრეტულ რიცხვებსაც ითვლის და ჯამში ათობით მილიონ დოლარს შეადგენს. ჯაველინები და სამხედრო წვრთნები დახმარების მხოლოდ ერთი ნაწილია, სხვა ნაწილებს პოლიტიკური ნება გამოკვეთს.

დღის ამბები