05 დეკემბერი 2021,   05:41
ვრცლად
რატომ მოკლა 25 წლის ახალგაზრდამ სერ დევიდი - ბრიტანელი დეპუტატის მკვლელობა, რომელიც ტერორისტულ აქტად შეფასდა 

ბრიტანელი დეპუტატის სერ დევიდ ემესის მკვლელობა სამართალდამცველებმა ტერორისტულ აქტად გამოაცხადეს.

როგორც კონტრტერორისტულ დანაყოფებში აცახდებენ, პირველადი გამოძიების შედეგად მომხდარის პოტენციური მოტივი ისლამურ ექსტრემიზმთან არის დაკავშირებული. პოლიტიკოსები კი დეპუტატის მკვლელობას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებენ.

ბრიტანელი კანონმდებელი გუშინ ესექსის ოლქში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს.

საქმეზე 25 წლის წარმოშობით სომალელი ახალგაზრდაა დაკავებული. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. 

69 წლის დევიდ ემესი პირველად პარლამენტში 1983 წელს აირჩიეს. ის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონის კონსერვატიულ პარტიას წარმოადგენდა. ვეტერან დეპუტატს მეუღლე და 5 შვილი დარჩა.

 

დღის ამბები