28 ნოემბერი 2021,   12:31
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი "მასტერსის" ფინალში ითამაშებს

ინდიან უელსის "მასტერსის" ნახევარფინალში, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ამერიკელი ტეილორ ფრიცი 2 სეტში 7:6, 6:3 დაამარცხა, რომელმაც მეოთხედფინალში ალექსანდერ ზვერევს მოუგო. მატჩი 1 საათი და 43 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილი ფრიცს მეოთხედ შეხვდა და მეორედ სძლია.

ბასილაშვილი ფინალში ბრიტანელ, კამერონ ნორის შეხვდება, რომელმაც ბულგარელი გრიგორი დიმიტროვი დაამარცხა. ფინალი 18 ოქტომბერს თბილისის დროით 3 საათზე დაიწყება.

დღის ამბები