28 ნოემბერი 2021,   12:02
ვრცლად
31-ე ბატალიონის "ბრავო" ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე 5-კვირიანი საველე წვრთნები დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის "ბრავო" ასეულმა ორფოლოს სასროლეთზე 5-კვირიანი საველე წვრთნები დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დასკვნით სწავლებაზე ქვედანაყოფმა პირობით მოწინააღმდეგეზე საბრძოლო სროლები განახორციელა.

"31-ე ბატალიონის ასეულის სამხედროებმა პოზიციების დაკავების, ჩასაფრების, მოწინააღმდეგის განეიტრალების და უკან გამოსვლის სავარჯიშოები შეასრულეს. ქვედანაყოფს მხარს 82 და 60 მმ ნაღმმტყორცნების გათვლა უჭერდა. წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო, " - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები