28 ნოემბერი 2021,   12:51
ვრცლად
სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულებულია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის, სამრევლო სკოლისა და პარკის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულებულია.

ჩატარებული სამუშაოების შედეგებს ადგილზე ფონდი "ქართუს" დირექტორი და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გაეცნენ. პროექტები სწორედ "ქართუს" დაფინანსებით განხორციელდა.

ასევე, სოფელში აშენდა თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი. დაწესებულება აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით და ტექნიკით. მემორიალური სახლის რეაბილიტაციის, სამონასტრო კომპლექსის და საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს, ხიბულაში სტუმრობის დროს განაცხადა.


დღის ამბები