28 ნოემბერი 2021,   13:00
ვრცლად
ანსამბლი "რუსთავი" უკრაინის საგასტროლო ტურნედან დაბრუნდა

ანსამბლი "რუსთავი" უკრაინის საგასტროლო ტურნედან დაბრუნდა. კიევისა და სხვა ქალაქების დარბაზებში ყველა კონცერტი ანშლაგით ჩატარდა.

"რუსთავის" მოცეკვავეები მაყურებლის წინაშე უკრაინის ვირსკის სახელწიფო აკადემიურ ანსამბლთან ერთად წარდგნენ.

მაყურებლის აპლოდისმენტები "ხორუმის" შესრულების დროს საქართველოს და უკრაინის დროშების აფრიალებამ, ასევე ქართველი მოცეკვავეების მიერ უკრაინული ცეკვის, ხოლო უკრაინელების მიერ ქართული ცეკვის შესრულებამ დაიმსახურა.

ანსამბლი "რუსთავი" უკრაინას დიდი საგასტროლო ტურნეთი გაზაფხულზე დაუბრუნდება.

დღის ამბები