05 დეკემბერი 2021,   05:16
ვრცლად
ორპარტიული სისტემა, რომელიც თითქმის ჩამოგვიყალიბდა, არის ჩვენი პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ქვეყანაში არსებულ ორპარტიულ სისტემაზე საუბრობს, რომელიც, მისივე თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "თითქმის ჩამოყალიბდა". 

"ეს დაპირისპირება, ორპარტიული სისტემა, რომელიც თითქმის ჩამოგვიყალიბდა ამ არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან პრობლემურია და ეს არის ჩვენი პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ამიტომ მათი მხრიდან ასეთი ტაქტიკური სვლა გასაგებია, უნდათ ყველა დანარჩენი პარტია ისე გაანაწილონ, რომ ასოცირება მოახდინონ ან თავიანთ თავთან, ან მთავარ ოპონენტთან.

ყველა პატარა პარტიის მიზანი არის, ამ შემთხვევაში, თუ უნდათ, რომ გადარჩნენ გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ პარტიებისგან დისტანცირება და ასე ბრმად არ გავყვეთ რომელიღაც მორიგ ბელადს, რომ მოკლევადიანი სარგებელი მივიღოთ," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ძირითადი პრობლემა სწორედ "ქართული ოცნების" მიერ გადადგმულ ნაბიჯებში და მიღებულ გადაწყვეტილებებშია.

"ძირითადი ჩვენი თემატიკა, სადაც ვხედავთ პრობლემას, არის "ქართული ოცნების" მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, განცხადებები და გადაწყვეტილებები და მოლოდინი, რომ ისინი მეორე ტურების წინ კიდევ უფრო დაძაბავენ ვითარებას და მოლოდინი იმის, რომ გაყალბების სხვადასხვა მეთოდი, ასევე, მეორე ტურების დროს იქნება გამოყენებული," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

იგივე პოზიცია აქვს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრს გრიგოლ გეგელიას, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო ხმების მიტაცებაზე საუბრობს.

დღის ამბები