05 დეკემბერი 2021,   06:13
ვრცლად
პრემიერის ცნობით, ვეტერანებისთვის იანვრიდან ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება

ქვეყანაში დღეს ვეტერანთა დღე აღინიშნება. როგორც პრემიერმა საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, ვეტერანებისთვის იანვრიდან ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება.

"ჩვენი მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვეტერანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ის საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით, იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები