05 დეკემბერი 2021,   05:01
ვრცლად
ამბობენ,ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია ჩვენ - მიტროპოლიტი შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ დღეს საყოველთაო შერიგებაზე საუბრისას, ქრისტიანულ სწავლებას არასწორად განმარტავენ. სასულიერო პირის თქმით, სახარებაში არ წერია, რომ ჩვენ ყველას ყველაფერი უნდა ვაპატიოთ, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდეთ.

"ბოროტება ჩვენ უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ ჩამოთვლილი ხერხების გარდა ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც.

დღეს რომ არის საუბარი საყოველთაო შერიგებაზე, სხვათა შორის ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას. ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია ჩვენ.

გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებში, უნდა მოვიკვეთოთ ჩვენ ასეთი ადამიანი," - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

დღის ამბები