



ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა. არკანზასში დანით შეიარაღებულმა პირმა 15 წლის ბიჭი დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიციამ მომხდარის ადგილას, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაცვლილი ქალიც ნახა. ინციდენტის დროს დაშავდა პოლიციელიც, რომელიც თავდამსხმელმა დაჭრა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
კიდევ ერთი დაღუპული თავად თავდამსხმელია - ის ოფიცერის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად გარდაიცვალა. თავდასხმის მოტივის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.