09 დეკემბერი 2021,   10:48
ვრცლად
დაზიანებული ხიდები, დატბორილი სახლები და ნაკვეთები - ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთში პრობლემები შექმნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ კვლავ პრობლემები შექმნა. წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა შიდა მიმოსვლის გზებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. ამ დროისთვის ყველა მონაკვეთი გაწმენდილია და აღდგენილია მოძრაობა. 

დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 7 ადმინისტრაციულ ერთეულს. "ენერგო პრო ჯორჯიას" ბრიგადების მიერ  ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში აღდგა.

ბოლო მონაცემებით დაზიანებულია 11 ხიდი, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია შიდა გზები. 

ადგილზე დილიდან იმყოფებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის თანამშრომლები. შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

დღის ამბები