09 დეკემბერი 2021,   11:29
ვრცლად
"მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც პატიმრის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესრულებული" - რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ

იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა, სადაც მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრებიც იყვნენ შეკრებილები, დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მიღებულია რეკომენდაციები, რომლის განხორციელებაც პატიმრობაში მყოფი მე-3 პრეზიდენტის თანხმობისთანავე დაიწყება, რატი ბრეგაძის განმარტებით, მისი უწყების მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა.

"იუსტიციის სამინისტროს მიზანია, რომ პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი ამომწურავი ინფორმაცია და ამავე დროს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი.

ამისთვის შეიქმნა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. გაიმართა სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა, მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც პატიმრის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესრულებული.  

რეკომენდაციები, რომელიც შეეხება მის სამედიცინო მდგომარეობას. მე არ ვისაუბრებ საჯაროს ამ რეკომენდაციებზე, მაგრამ ისინი იქნება შესრულებული და შესრულებას დავიწყებთ ხვალიდან. რაც იქნება საჭირო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობისთვის, ის იქნება შესრულებული. აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციის შესრულებას სჭირდება პატიმრის თანხმობა," - ამბობს რატი ბრეგაძე.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და ომბუდსმენი ესწრებოდნენ. ასევე, შეხვედრას დაესწრო მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც. 

დღის ამბები