09 დეკემბერი 2021,   12:17
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილი თბილისის ე.წ. ჩრდილოვან მთავრობას დღეს წარადგენს

თბილისის ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობა დღეს უნდა წარადგინოს ოპოზიციის ნაწილმა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შემადგენლობა თითქმის შეჯერებულია.

დეტალები, ამ ეტაპზე, არ ხმაურდება, თუმცა "ლელოში" ამტკიცებენ, რომ მათ საკვანძო პოზიციები ექნებათ. ამ ერთიანობას არ უერთდება "სტრატეგია აღმაშენებელი - მესამე ძალა", მიზეზად კი 2 ოქტომბრის მიღებულ შედეგებს ასახელებს.

ოპოზიციის განმარტებით, ყველა ქალაქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ, თანამოქალაქეებს მრავალპარტიულ საფუძველზე შექმნილ ჩრდილოვან მთავრობებს შესთავაზებენ.

"მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ პროფესიონალიზმის ნიშნით ყოფილიყვნენ ადამიანები შერჩეული ამ პოზიციებზე, ასეც მოხდა. თითოეული მათგანი, მე დარწმუნებული ვარ არის ისეთი, რომელსაც სურს უკეთესობისკენ შეცვალოს ქალაქის მმართველობა, - განაცხადა ენმ-ის წევრმა ბაჩო დოლიძემ.

დღის ამბები