09 დეკემბერი 2021,   11:51
ვრცლად
მამუკა ხაზარაძემ გინდ ჩრდილოვანი კაბინეტი გააკეთოს, გინდ დასხივოსნებული, ამითი არაფერი შეიცვლება - ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობაში ჩრდილოვან კაბინეტში ცუდს ვერაფერს ხედავენ, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევას ოპოზიციის მხრიდან ბლეფად მიიჩნევენ.

მათი განმარტებით, თბილისის მთავრობას საკრებულოში არსებული უმრავლესობა აკომპლექტებს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" უკვე მოიპოვა.

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების და ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობას ცდილობს.

"ოპოზიცია აგრძელებს ერთი და იმავე ნარატივის ტრიალს, სრულიად აბსურდულს და უაზროს. მამუკა ხაზარაძემ გინდ ჩრდილოვანი კაბინეტი გააკეთოს, გინდ დასხივოსნებული კაბინეტი, ამითი არაფერი შეიცვლება. მამუკა ხაზარაძეს აქვს თავისი კუთვნილი 2% და ამ 2%-ის ფარგლებში, საკუთარ პარტიაში როგორი კაბინეტიც უნდა ისეთი შეუძლია გააკეთოს," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა.

თბილისის ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობა დღეს უნდა წარადგინოს ოპოზიციის ნაწილმა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შემადგენლობა თითქმის შეჯერებულია.

დღის ამბები