28 ნოემბერი 2021,   13:27
ვრცლად
რამდენიმე ათას პოლიციელს გლოკის სისტემის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი გადაეცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ათას პოლიციელს გლოკის სისტემის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტები გადაეცემა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემის პირველი ეტაპი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.

"განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების შემდეგ, უახლოეს დღეებში, აღნიშნული ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები აღიჭურვებიან.

სამინისტროში შეიარაღებისა და სპეციალური საშუალებების ერთიანი სტანდარტის დანერგვის მიზნით მიმდინარეობს საპოლიციო აღჭურვილობის განახლების მასშტაბური პროცესი. ბოლო წლების განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ეს არის ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება და თანამშრომელთა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამშრომლების როგორც სამუშაო პირობების, ასევე, მათი სპეციალური აღჭურვილობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

No description available.

 No description available.

No description available.

No description available.

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, შენობის გარეთ და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „POLICE“-(ი)ს გამოსახულება

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება

დღის ამბები